ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს
ფორუმზე წარმოდგენილია შიდა ქართლში მოღვაწე ოცდაათამდე მსხვილი კომპანია მოქმედი ვაკანსიებით.

დასაქმების ფორუმი ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამის დეპარტამენტთან თანამშრომლობთ იმართება.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობისთვის მსურველები უნდა დარეგისტირებულიყვნენ დასაქმები დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, ასევე რეგისტრაცია მიმდინარეობდა შიდა ქართლის რეგიონში არსებულ 11 დევნილთა ჩასახლებაში, სოციალური მომსახურების სააგენტოებსა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

ორგანიზატორების ინფორმაციით დარეგისტრირებულთა რიცხვმა 400 გადააჭარბა.

დასაქმების ფორუმი ტარდება პროექტ „LIFE Georgia”-ს ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები