ახალი ამბები
სასტუმრო "ვიქტორიაში" რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ
17 მაისს, სასტუმრო "ვიქტორიაში", ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგნაიზაციებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მისნისტრის აპარატიდან მიაწოდეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ ვითარებას, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებს, შიდა ქართლში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

შეხვედრის ორგანიზატორია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. აღნიშნული შეხვედრა გაიმართება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები