პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ კასპის
მაჟორიტარ კანდიდატად ვახტანგ ბეჟიტაშვილი წარადგინა.
ამის შესახებ ალასანიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამჟამად კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
მაჟორიტარი წევრია თელიანი-სასირეთის ადმინისტრაციული ოლქიდან.
‘’მას კარგად აქვს წარმოდგენილი თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს
ქვეყანაში საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას, როგორ უნდა
შეიქმნას სამუშაო ადგილები, როგორ ვიფიქროთ ჩვენი საქართველოს და
კონკრეტულად ამ შემთხვევაში კასპის რაიონის განვითარებაზე.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ის არის კასპის საკრებულოს აქტიური
წევრი’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
პარტიის რეგიონული ყრილობა 15 მაისს ჩატარდება.
წინასწარ ცნობილია გორის, ქარელისა და ხაშურის მაჟორიტარი
კანდიდატების ვინაობაც.
მაგალითად, გორში მაჟორიტარად ალასანია თამაზ შიოშვილის დასახელებას
აპირებს. თამაზ შიოშვილი დღესაც პარლამენტის წევრია.
ხაშურში „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით გიორგი ცხადიაშვილი
იბრძოლებს.
ცხადიაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.
რაც შეეხება ქარელს, საპარლამენტო არჩევნებზე აღნიშნული რაიონიდან
მაჟორიტარობისთვის სპორტსმენი (მოჭიდავე) ალექსანდრე მსხალაძე იქნება
წარდგენილი.
სტატიის გამოყენების პირობები