სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის სახელმწიფო სერვისების
ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, იქ, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები
არ არის, სახელმწიფო კიდევ უფრო ახლოსმიდის მოქალაქეებთან და ზრუნავს
ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე;საჯარო და
კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად გაჩნდა ექსპრეს
საზოგადოებრივიცენტრების პროექტი.
სააგენტოსთან ერთად პროექტში ჩართულია „ლიბერთი ბანკი“.
პროექტის ფარგლებში, 70 ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის ფილიალი
ყოველთვიურად 1100-ზე მეტ სოფელს ემსახურება.
მთელი საქართველოს მასშტაბით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ადგილიდან
გაუსვლელად შეუძლია ისარგებლოს, როგორც სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს,
სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივისა და
შპს„მექანიზატორის" მომსახურებებით.
პროექტს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ
"სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ „ლიბერთი ბანკთან“
თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტი, 2015 წლის 27 ივნისიდან ამოქმედდა და თავისი არსებობის
თითქმის ერთი წლის მონძილზე 1000-ზემეტ სოფლის მოსახლეს გაუწია
მომსახურება.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, „ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები“-
მობილური ფილიალების მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლიამიიღოს შემდეგი
მომსახურებები: პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღება, მიწის
რეგისტრაცია, უძრავიქონების გადაფორმება, საკუთრებასთან დაკავშირებული
განაცხადის მიღება, სულადობის ცნობა, საკადასტრო გეგმის მომსახურება,
საარქივო მომსახურება და სხვა.
ასევე შესაძლებელია სხვადასხვა სახის საბანკო მომსახურება: პენსიისა
და სოციალური დახმარების აღება, ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა,
ანგარიშის გახსნა, სესხის აღება, კომუნალური და სხვა გადასახადების
გადახდა და სხვა.
ჯამში, ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, ადგილობრივი
მოსახლეობას სოფლიდანგაუსვლელად შეუძლია 200-ზე მეტი სახელმწიფო
სერვისი მიიღოს.
სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ყველა იმ
სოფელში, სადაც „ლიბერთი ბანკი“ მომხმარებლებს „ლიბერთი ექსპრესის“
მობილური ფილიალებით ემსახურება.
ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები შიდა ქართლის მასშტაბით მასშტაბით
150-ზედ მეტ სოფელში: კასპის, გორისა და ქარელის რაიონის სოფლების
მოსახლეობას ემსახურება.
ექპრესცენტრების მომსახურებით მოსახლეობის ნაწილი კმაყოფილია და
აღნიშნავენ, რომ მათ ქალაქში ჩასვლა და ზედმეტი ხარჯის გაღება აღარ
სჭირდებათ.
პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომი სერვისებიდან ყველაზე მოთხოვნადი:
პირადობის ელექტრონული მოწმობის აღება და საინფორმაციო ბარათია.
სახელმწიფოსერვისების განვითარების სააგენტოში განმარტავენ, ექსპრეს
საზოგადოებრივი ცენტრებით ყველაზე მეტმამოქალაქემ ახალციხის, გორის,
დმანისის, საჩხერისა და ქობულეთის ცენტრებით ისარგებლა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
პროექტისთვის ,,სახელმწიფოსერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის“, რაც ექსპრესსაზოგადოებრივი
ცენტრების გახსნას ეხებოდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და
კიბერუსაფრთხოების მერვე რეგიონალურ კონფერენციაზე სპეციალური ჯილდო
გადაეცა ნომინაციაში „ფართოდ გამოყენებულიელექტრონული სერვისი“.
საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფცია იუსტიციის სამინისტროს სსიპ -
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ შემუშავდა.
პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სტატიის გამოყენების პირობები