ცხინვალელი ასლან კოზაევი და თბილისელი ნიკოლოზ გვაჯავა პროფესიულ
კრივში ერთმანეთს რიგაში შეერკინნენ.
პროფესიულ უმაღლეს ლიგის ბრძოლაში კოზაევმა გაიმარჯვა.
მას თანამოქალაქეები ლომს უწოდებენ.
თებერვალში ის კიდევ ერთ ქართველს ნიკოლოზ ღვინიაშვილს
შეხვდა და დაამარცხა.
ამჟამად, ოსეთის ,,ლომი" პროფესიული კრივის უმაღლესი ლიგის ევროპის
ჩემპიონი გახდა.
მას მანამდე მოპოვებული აქვს ინტერკონტინენტალის თასი ახალგაზრდებში
და აზიის თასი მოზრდილებში. პროფესიულ რინგზე 2008 წლიდან
გამოჩნდა.
ნიკოლოზ გვაჯავამ პროფესიულ რინგზე 7-ჯერ იბრძოლა და 6-ჯერ
მოწინააღმდეგე ნოკდაუნით დაამარცხა. კოზაევთან შეხვედრა მისი პირველი
დამარცხებაა.
სტატიის გამოყენების პირობები