ახალი ამბები
სადაზღვევო კომპანია ალდაგმა მოსავლის დაზღვევა უკვე დაიწყო
სადაზღვევო კომპანია ალდაგმა მოსავლის დაზღვევა უკვე დაიწყო.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მესამე ეტაპი ფერმერებს გაუმჯობესებულ სადაზღვევო პირობებს სთავაზობს.

ყველა ფერმერს, ვინც მაქსიმუმ 5 ჰექტარი ფართობის და მარცვლეული კულტურების შემთხვევაში, 30 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობ, შესაძლებლობა ეძლევა დააზღვიოს მოსავალი ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული რისკებისგან:

სეტყვა;
ჭარბი ნალექი
ქარიშხალი
საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსის შემთხვევაში)

აგროდაზღვევის განახლებული პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს სადაზღვევო პრემიის 70/80%ს სახელმწიფო დაუფინანსებს.

სუბსიდირება 50/60 % - მდე გაიზრდება ვაზის დაზღვევის შემთხვევაშიც. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ფერმერებს საქართველოს ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსთან ერთად დარჩენილი პრემიის გადახდის მოქნილ და გამარტივებულ სქემას სთავაზობს.

მაგალითისთვის, 1 ჰექტარი ხორბლის ნათესის დაზღვევისთვის, თუ მოსავლის სახით უნდა მიიღოს 3 ტონა პროდუქცია, რომლის სადაზღვევო ლიმიტი 1,500 ლარია, დარეგისტრირებულ ნაკვეთის შემთხვევაში ფერმერს 18 ლარის გადახდა მოუწევს. დაურეგისტრირებელი ნაკვეთის შემთხვევაში 27 ლარის გადახდა მოუწევს, პრემიის დანარჩენ ნაწილს სახელმწიფო ანაზღაურებს.

მაგალითისთვის, 1 ჰექტარი ვაშლის ბაღის დაზღვევისთვის, თუ მოსავლის სახით უნდა მიიღოს 25 ტონა პროდუქცია, რომლის სადაზღვევო ლიმიტი 25,000 ლარია, დარეგისტრირებულ ნაკვეთის შემთხვევაში ფერმერს 400 ლარის გადახდა მოუწევს. დაურეგისტრირებელი ნაკვეთის შემთხვევაში 600 ლარის გადახდა მოუწევს, პრემიის დანარჩენ ნაწილს სახელმწიფო ანაზღაურებს.

მაგალითისთვის, 1 ჰექტარი ატმის ბაღის დაზღვევისთვის, თუ მოსავლის სახით უნდა მიიღოს 23 ტონა პროდუქცია, რომლის სადაზღვევო ლიმიტი 13,800 ლარია, დარეგისტრირებულ ნაკვეთის შემთხვევაში ფერმერს 220.80 ლარის გადახდა მოუწევს. დაურეგისტრირებელი ნაკვეთის შემთხვევაში 331.20 ლარის გადახდა მოუწევს, პრემიის დანარჩენ ნაწილს სახელმწიფო ანაზღაურებს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შემდეგი კულტურების დაზღვევაა შესაძებელი:

✔მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული, კენკროვანი, კაკლოვანი და სუბტროპიკული კულტურები

✔ხეხილი, ✔ციტრუსი ✔ თეთრ ყურძნიანი ვაზის ჯიში ✔ წითელ ყურძნიანი ვაზის ჯიში

Print

სტატიის გამოყენების პირობები