ახალი ამბები
ავარია გვირაბში - დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია
გვირაბში მომხდარ ავარისას დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

ცალმხრივი მოძრაობის ზოლზე მიკროავტობუსმა და სატვირთო მანქანამ ერთმანეთს გვერდი ვერ აუქციეს.

ავარიისას ყინწვისში მიმავალი მგზავრები დაშავდნენ.

შემთხვევა გუშინ 15 მაისს გორთან ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბში მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები