ახალი ამბები
ცხინვალში ვალიკო ჯუღელის შესახებ ფილმს იღებენ
ცხინვალის ტელერადიოკომპანია ,,ირის" შემოქმედები ჯგუფი საქართველოს მენშევიკური მთავრობის შეიარაღებული ძალების მეთაურის ვალიკო ჯუღელის შესახებ ფილმს იღებს.

ამის შესახებ ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,სპუტნიკი" იუწყება.

სააგენტოს ცნობით, იულია ბესტაევას ხელმძღვანელობით და ცხინვალის სახელმწიფო თეატრის მსახიობის გრიგორი მამიევის რეჟისორობით, გადაღებები უკვე დაიწყო.

მთავარ როლს სოსლან ბიბილოვი ასრულებს, ხოლო, სხვადასხვა სცენებში ადგილობრივი სტუდენტები და მოსწავლეები მონაწილეობენ.

ფილმის მიხედვით, საქართველოს მენშევიკური მთავრობა ოსი ხალხის გენოციდშია დადანაშაულებული.

1918-20 წლებში საქართველოს მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ ცხინვალის მიმდებარე სოფლებში ოსები აჯანყდნენ.

მათ საქართველოსგან გამოყოფა, აგრარული პოლიტიკის მიუღებლობის მიზეზით, მოითხოვეს, ხოლო ადგილზე საბჭოთა წყობილების დამყარება გამოაცხადეს.

ამბოხებულებს ზურგს  რუსეთის ბოლშევიკები უმაგრებდნენ.

მენშევიკური მთავრობის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა ვალიკო ჯუღელმა აჯანყება სასტიკად ჩაახშო. აჯანყების  ჩახშობის შესახებ მოგონებებში თვით ვალიკო ჯუღელიც საუბრობს.







Print

სტატიის გამოყენების პირობები