ახალი ამბები
სურამსა და ხაშურში ბუნებრივი აირის მიწოდება ავარიულად შეწყდა
გამანაწილებელი ქსელების ავარიული დაზიანების გამო ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა.

გათიშვა 17 მაისის დილის 10:00 საათიდან დაიწყო და 17 მაისის საღამოს 17:00 საათამდე გაგრძელებდა.

,,სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლის ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე : 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge

Print

სტატიის გამოყენების პირობები