ახალი ამბები
ხაშურში ევდოშვილის ქუჩის კეთილმოწყობა დასრულდა
ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს.

ქუჩაზე ორმოული სამუშაოების შემდეგ დაიგო ასფალტის ზედა ფენა.

სამუშაოებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და 8295 ლარი შეადგინა.

გარდა ევდოშვილის ქუჩისა, ხაშურსა და სურამში ორმოული სამუშაოები სულ 23 ქუჩას ჩაუტარდა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ჯამში ბიუჯეტიდან 63 773 ლარი გამოიყო.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები