ცნობილი გახდა, რომ ცხინვალი-ახალგორის გზაზე სამგზავრო
ავტობუსის გადავარდნისას სამი ადამიანი დაიღუპა.
ცხინვალის საავადმყოფოს ექიმების ცნობით, კიდევ ერთი პაციენტის
მდგომარეობა კრიტიკულია. ერთ ადამიანს შემთხვევის ადგილზე ეძებენ.
10 ადამიანი კი, დაშავდა.
ინფორმაციას ოსური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
სააგენტოების ცნობით, ავტობუსში 24 მგზავრი იმყოფებოდა.
შემთხვევა სოფელ გორეთთან მოხდა.
,,კავკაზსკი უზელის" ცნობით, მაგისტრალზე დილით ნისლი იყო. სააგენტო
,,სპუტნიკის" ცნობით კი, ავტობუსში რუსი სამხედროებიც იყვნენ.
სტატიის გამოყენების პირობები