რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ,,კამაზ 4"-ის მარკის
სამხედრო სამგზავრო ტრანსპორტი ახალგორის რაიონის სოფელ ხელჩუასთან
გადავარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რეს" ავრცელებს.
რუსეთის ოფიციალური სამხედრო უწყების ცნობით, დაღუპულია 6 სამხედრო,
ხოლო დაშავებულია 19 პირი.
ავარიის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ოსურმა საინფორმაციო
საშუალებებმა გაავრცელეს.
ადგილობრივი ჟურნალისტები იუწყებოდნენ, რომ ახალგორი-ცხინვალის გზაზე
სამგზავრო ავტობუსი გადავარდა.
მოგვიანებით, ავარიის დეტალები დაზუსტდა.
დაღუპული და დაშავებული სამხედროები დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში
დისლოცირებული მეოთხე ბაზის კუთვნილ ტრანსპორტი ისხდნენ.
სამხედრო მანქანა ყანჩავეთიდან ცხინვალის მიმართულებით მიდიოდა.
,,კავკაზსკი უზელის" ცნობით, დილის საათებში გზაზე ნისლი იყო.
სააგენტო ,,რესის" ცნობით, სავარაუდოდ, მანქანას სამუხრუჭე სისტემაც
დაზიანებული ჰქონდა.
სტატიის გამოყენების პირობები