ახალი ამბები
ცხინვალის მილიციამ გორის რაიონისკენ ხიზილალას შეტანის ფაქტი აღკვეთა
დე-ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცხინვალის რაიონის სოფელ ოტრევთან ოსი და ქართველი მოქალაქეები დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.

ცხინვალის მილიციის პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ცხინვალის რაიონში მცხოვრები პირები 80 კილოგრამ ხიზილალას და რამდენიმე შეკვრა სასუქს ქართველებს არალეგალურად 2016 წლის 17 მაისს გადასცემდნენ.

დე-ფაქტო მთავრობის შს სამინისტროს მტკიცებით, ადგილი ჰქონდა კონტრაბანდული საქონლის გასაღების მცდელობას.

ცხინვალის მთავრობასთან ასოცირებული სააგენტოების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა 2014 წელს, ასევე, კონტრაბანდული ალკოჰოლური სასმელების გასაღება სცადეს, რომლებიც დაკავებულები იყვნენ.

2015 წელს ცხინვალის მილიციამ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიისკენ 200 კგ ხიზილალას შეტანის მცდელობის სხვა ფაქტიც აღკვეთა.

ცხინვალის რაიონის სოფელ ოტრევი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავს ესაზღვრება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები