ახალი ამბები
პარტიების წარმომადგენლებს უბანი დაატოვებინეს
სოფელ მეტეხის საარჩევნო უბანზე ,,რსპუბლიკური პარტიისა" და ,,კონსერვატორების" ორ წარმომადგენელს საარჩევნო უბანი დაატოვებინეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის ცნობით, პარტიების წარმომადგენელს შესაბამისი დოკუმენტაცია არ ჰქონდათ.

კერძოდ, რესპუბლიკელი ზაიარა პატარქალაშვილის პირადობის მოწმობა ვადაგასული იყო,

ხოლო ,,კონსერვატორ" თეიმურაზ შარიფაშვილს არც პირადობა და არც საარჩევნო უბანზე ყოფნის დამადასტურებელი, ცესკოს ე.წ. ბიჯი აღმოაჩნდა. 

ორივე წარმომადგენელს 37-ე საარჩევნო უბანი დაატოვებინეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები