კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის 37-ე საარჩევნო უბანზე ხმა იმ
მოქალაქეს მიაცემინეს, რომელიც ადმინისტრაციულ ერთეულში
რეგისტრირებული არ აღმოჩნდა.
ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა საჩივარი უკვე
დაწერეს.
საჩივრის მიხედვით, მოქალაქე დავით ბაბუძეს დევნილის მოწმობა არ
ჰქონდა.
კომისიის წევრები მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენით შემოიფარგლნენ,
სადაც რეგისტრაციის ადგილად სოფელი აჩაბეთია მითითებული.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დევნილებისთვის ხმის მიცემის
უფლება დევნილის მოწმობის გარეშე დაუშვებელია.
მეტეხში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, სოფლის
წარმომადგენლის სტატუსის მოსაპოვებლად სამი კანდიდატი იბრძვის:
,,ქართული ოცნებიდან“ ალექსი მერებაშვილი, ,,ერთიანი ნაციონალური
მოძრაობიდან“ ციცინო აბუაშვილი, ხოლო პარტია ,,სახალხო
ხელისუფლებიდან“ სოლომონ ტატანაშვილი.
უბანზე 2600-მდე ამომრჩეველია.
სტატიის გამოყენების პირობები