სადგურ მეტეხის დასახლებაში გახსნილ საარჩევნო უბნის მიმდებარე
ტერიტორიაზე ,,ქართული ოცნებისა" და ,,ნაციონალური მოძრაობის"
მხადრამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ამის შესახებ ადგილიდან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი
იტყობინება.
კოალიცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი თეა გულიკაშვილი
აცხადებს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები საარჩევნო უბნებზე
მიმსვლელ მოქალაქეებზე ზემოქმედებას ახდენენ.
თეა გულიკაშვილი კომისიის წევრებისგან რეაგირებას ითხოვს.
კომისიის წევრები სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერებს მოუწოდებენ, რომ
შენობას დაახლოებით 20 მ მანძილზე დაშორდნენ.
იხ. ვიდეო
აქ:
სტატიის გამოყენების პირობები