ახალი ამბები
12:00 საათის მდგომარეობით მეტეხში ამომრჩეველთა 20%-იანი აქტივობა დაფიქსირდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში 12 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა 30%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

ამის შესახებ მონაცემებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკოს მონაცემებით, 37-ე საარჩევნო უბანზე ზემოაღნიშნული დროისთვის 545 ამომრჩეველი მივიდა.

მეტეხში სულ 2630 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

10 საათისთვის კი ამომრჩეველთა 8% იყო მოსული, ანუ 201 ამომრჩეველი.

სოფლის წარმომადგენლის სტატუსის მოსაპოვებლად სამი კანდიდატი იბრძვის: ,,ქართული ოცნებიდან“ ალექსი მერებაშვილი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ციცინო აბუაშვილი, ხოლო პარტია ,,სახალხო ხელისუფლებიდან“ სოლომონ ტატანაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები