ახალი ამბები
"საქართველოს მოხალისე" ახალგაზრდების შერჩევას იწყებს
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი „ქართლოსის“ წარმომადგენლები პროექტ „საქართველოს მოხალისეს“ ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდნენ.

 


პროექტის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს რეგიონებში, საზოგადოების საკეთილდღეოდ უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია.

ის საქართველოს 10 რეგიონსა და 64 მუნიციპალიტეტში ხორციელდება. 

პროგრამაში მონაწილეობა 17-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.

შიდა ქართლში „საქართველოს მოხალისეს“  ორგანიზაცია ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსი" კურირებს.

 

 

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები