ახალი ამბები
"ადამიანი გაჭირვებაში" - ჩეხური ორგანიზაციის ახალი პროექტი გორში
ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ პროექტ „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში “ განხორციელებას იწყებს.

პროექტი, საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის, თანამშრომლობის გაღრმავება-გაძლიერებას, ასევე, ერთობლივი ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბებას, სოციალური ჩართულობის საკითხზე ორწლიანი სტრატეგიის შემუშავებას და ოთხ მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სოციალური ინტეგრაციის მოდელის დანერგვას ითვალისწინებს.

ამის თაობაზე, ორგანიზაციასა და გორის მუნიციპალიტეტებს შორის, დღეს, 23 მაისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პროექტი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება, რომელიც ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ ფინანსდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები