ახალი ამბები
ავარია ხაშურში მსხვერპლით დასრულდა
ავტოსაგზაო შემთხვევამ ორი ახალგაზრდა იმსხვერპლა.

ერთის მდგომარეობა კი, კრიტიკულია.

გარდაცვლილი ახალგაზრდების ასაკი 25-28 წელს აღწევდა.

ავარია 23 მაისს ხაშურში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით ატარებს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რომელმაც მსხვერპლი გამოიწვია.

პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები