ქალაქ კასპში კიდევ ერთი ქუჩის მოასფალტება-რეაბილიტაციის სამუშაოები
დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის
მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, პაატას
ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებს შპს "ბლექ სი გრუპი" ახორციელებს,
რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
სამუშაოების ღირებულება 923 232 ლარია.
გზაზე მოეწყობა საფეხმავლოები, ბეტონის ბორდიურები, სანაგვე ურნის
ჯიბეები, ეზოში შესასვლელები, რკინაბეტონის დახურული კიუეტები და
ასფალტი.
სტატიის გამოყენების პირობები