კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის 22-ე საარჩევნო უბნის
მონაცემებს ხელახლა გადაითვლიან.
ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა
მიიღეს.
ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლის საჩივრის
საფუძველზე საუბნო კომისიის თავმჯდომარესა და მის მდივანს
გაფრთხილებას მისცემენ.
,,საიას" წარმომადგენლები კი, უბნის ბათილობას ითხოვენ.
,,სამართლიანი არჩევნების" რეგიონული კოორდინატორის ირმა კიტრიაშვილის
განცხადებით, საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელზე თავმჯდომარისა და
მდივნის ხელმოწერები არ აღმოჩნდა.
საჩივრის განხილვის დროს დაინტერესებულმა მხარეებმა განაცხადეს, რომ
საკონტროლო ფურცლები არასწორადაა დაბეჭდილი.
კერძოდ, ერთი მხარეზე დაფიქსირებული ხელმოწერები მეორე მხარეს არ
გადადის.
22 მაისს სოფელ მეტეხში შუალედური არჩევნები ჩატარდა. სოფლის
წარმომადგენლის გუჯა გეჯაძის გარდაცვალების გამო, მეტეხელებმა ახალი
წარმომადგენელი აირჩიეს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს
კასპის საკრებულოში გაითვალისწინებს.
მეტეხის 22-ე უბანზეც ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა ხმების
უმრავლესობა მიიღო.
ალექსანდრე მერებაშვილს 408 ხმა, ციცო აბუაშვილს (ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა) 134, ხოლო სოლომონ ტატანაშვილს (სახალხო საქართველოსთვის)
42 ხმა ერგო.
22-ე უბანზე ხმის მისაცემად 571 მოქალაქე მივიდა, სადაც 1263
ამომრჩეველი რეგისტრირებულია.
მეტეხში სულ სამი უბანი იყო გახსნილი: 22-ე;
23-ე და 37-ე უბნები.
სამივე უბანზე მმართველი გუნდის კანდიდატმა გაიმარჯვა. ცესკოს
მონცემებით,
სტატიის გამოყენების პირობები