ახალი ამბები
სოფელ სასირეთში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო
ბუნებრივი აირი კასპის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი სოფელის მოსახლეობისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გვაწვდიან.

გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ამ დროისთვის  გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი სასირეთში მცხოვრებ ბეჟიტაშვილების ოჯახს ესტუმრა და ოჯახის წევრებთან ერთად გაზქურაც აანთო.

მისი თქმით ბუნებრივი აირის შემოსვლა ხელს შეუწყობს მოსახლეობისთვის არაერთი ყოფითი პრობლემის გადაჭრას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახებს განსაკუთრებით გაუადვილდებათ ზამთრის სიცივეებისთვის გამკლავება.

"მსოფლიო ბანკის" მხარდაჭერით "საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ" სასირეთის დევნილთა დასახლებაში გაყვანილი გაზსადენით კომპაქტური დასახლების გარდა, ბუნებრივი აირით მიმდებარე სოფლებსაც მოამარაგებს. უახლოეს ხანში კასპის მუნიციპალიტეტის კიდევ რამდენიმე სოფელში დაიწყება გაზიფიცირების პროცესი.

იხ. ვიდეო
Print

სტატიის გამოყენების პირობები