ახალი ამბები
ბეჟიტაშვილების უბანზე ბუნებრივი აირის შეყვანა საზეიმოდ აღნიშნეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში ბუნებრივი აირის გაზი საზეიმოდ რამდენჯერმე აინთო.

ბეჟიტაშვილების უბანში გაზქურა ჯერ მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა, შემდეგ კი, სოფლის მაჟორიტარმა წარმომადგენელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა აანთო.

ბეჟიტაშვილების უბანში ამჟამად ოთხი ოჯახია უკვე გაზიფიცირებული.

სამუშაოები მაისში დაიწყო.

სოკარის წარმომადგენლის განცხადებით, მიმდინარეობს შიდა ქსელების მონტაჟი.

ბეჟიტაშვილების უბანში სუფრაზე ყველა ის პირი დალოცეს, ვინც აღნიშნულ სამუშაოების წარმოების დაწყებაშიც და გაგრძელებაში წვლილი მიუძღვნის.









Print

სტატიის გამოყენების პირობები