ახალი ამბები
ანონსი: ატენში ქართლის ღვინის ფესტივალი გაიმართება
28 მაისს  სოფელ ატენში "ქართლის ღვინის ფესტივალი ატენი 2016" გაიმართება.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით იმართება.

გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ფესტივალზე სტუმრები  ქართლში არსებული ვაზის ჯიშებისგან დაწურულ ღვინოს დააგემოვნებენ. 

ასევე, მათ ატენის მარანში, ქართულ ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი მსახიობები და სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული მეარღნე უმასპინძლებენ.

სხვადასხვა სოფლების მოსახლეობა ფაცხებში სოფლის ნობათს და ღვინოს გამოფენს. ორბელიანების ეზოში დანარჩენი მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული ქართული რეწვის ოსტატების ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა მოეწყობა. 

ორბელიანების ეზოში, ღია ცის ქვეშ, ასევე გრანდიოზული კონცერტი გაიმართება, სადაც ანსამბლები "მაჩაბელა,"და "ქსოვრელები", ქორეოგრაფიული ანსამბლი "ჩუქურთმა,"ინდივიდუალური შემსრულებლები ტატო გოდერძიშვილი, მერაბ ვარდოსანიძე, სოფო ბედია, ნინო ტერმაკოზაშვილი და ნინო კოჩუაშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალზე დასასწრებად დელეგაციას პოლონეთიდან და საფრანგეთიდან ელოდებიდან. 

"ქართლის ღვინის ფესტივალი ატენი 2016" წელს პირველად ტარდება და ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.

ფესტივალის მიზანია ქართლში დაწურული ღვინის პოპულარიზაცია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები