სოფელ მეტეხის 22-ე უბნის შედეგების ხელახლა გადათვლის შემდეგ ორი
ბიულეტინი ზედმეტი აღმოჩნდა.
კასპის საოლქო საარჩევნო კომისიამ დათვლის პროცესი ამ წუთებში
დაამთავრა.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი იტყობინება, რომ საოლქო
კომისია უბნის შედეგების გაუქმება/არგაუქმებაზე გადაწყვეტილებას ვერ
იღებს.
საუბნო კომისიის რეგისტრატორებს ახსნა-განმარტებებს აწერინებენ იმის
შესახებ, თითქოს მათ ხელმოწერების აღნიშვნა გამორჩათ.
ზედმეტი ბიულეტინიდან ერთი გაბათილდა, რადგან მასზე ორი კანდიდატურა
იყო შემოხაზული.
ხოლო მეორე ბიულეტინი ალექსანდრე მერებაშვილს ჩაუთვალეს.
ამჟამინდელი მდგომარეობით ,,ქართული ოცნების" კანდიდატს ამ უბანზე 409
აქვს, ნაცვლად 408-სა.
,,რა ვუყოთ ხელმოწერებს?" - კითხულობენ კომისიის წევრები.
კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წინააღმდეგია ახალი
შედეგების დამტკიცების.
ხმების ხელახლა გადათვლაზე საჩივარი
,,სამართლიანი არჩევნების" კასპის წარმომადგენელმა დაწერა.
საჩივრის მიხედვით, საკონტროლო ფურცელზე თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერები არაა.
22 მაისს სოფელ მეტეხში შუალედური არჩევნები ჩატარდა. სოფლის
წარმომადგენლის გუჯა გეჯაძის გარდაცვალების გამო, მეტეხელებმა ახალი
წარმომადგენელი აირჩიეს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს
კასპის საკრებულოში გაითვალისწინებს.
მეტეხის 22-ე უბანზეც ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა ხმების
უმრავლესობა მიიღო.
ალექსანდრე მერებაშვილს 408 ხმა, ციცო აბუაშვილს (ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა) 134, ხოლო სოლომონ ტატანაშვილს (სახალხო საქართველოსთვის)
42 ხმა ერგო.
22-ე უბანზე ხმის მისაცემად 571 მოქალაქე მივიდა, სადაც 1263
ამომრჩეველი რეგისტრირებულია.
მეტეხში სულ სამი უბანი იყო გახსნილი: 22-ე; 23-ე და 37-ე უბნები.
სამივე უბანზე მმართველი გუნდის კანდიდატმა გაიმარჯვა. ცესკოს
მონცემებით, ჯამში სამივე უბანზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
კანდიდატმა ციცინო აბუაშვილმა - 340 (26.98%);
,,სახალხო საქართველოსთვის" წარმომადგენელმა სოლომონ
ტატანაშვილმა - 95 (7.54%); ხოლო ალექსანდრე მერებაშვილმა -
825 (65.48%) ხმა აიღო.
სტატიის გამოყენების პირობები