კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების თელიანისა და ხოვლის მიმართულებით
ახალი სარყავი არხები იჭრება.
სამუშაოებს მელიორაცის სამსახურის თეზი-ოკამისა და დოეს-გრაკლის
სერვისცენტრის თანამშრომლები აწარმოებენ.
აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლის გელა ზუბიაშვილის განცხადებით,
უკვე გაიწმინდა თელიანის გამანაწილებელი, რომელიც სოფელს
ასარწყავებს.
კასპის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოებმა სოფელ
ხოვლეში „სიონის“ არხის გამანაწილებელზე და მექანიკური სისტემის
პირველი რიგის გამანაწილებელზე გადაინაცვლა,
სამუშაოები ასევე მიმდინარეობს თეძამის #6 სატუმბ სადგურსა და
მაგისტრალურ არხზე, თეძამის #1 მექანიკურ მაგისტრალურ არხზე და
თეძამის #4 სატუმბი სადგურის მაგისტრალურ არხზე.
გამგეობის ცნობით, ზაფხულის პერიოდში ყველა არხის მიმდებარედ არსებულ
სოფლებს რწყვის სეზონზე პრობლემები არ ექნებათ.
სტატიის გამოყენების პირობები