კასპში სამ ქუჩაზე ახალი ასფალტი დაიგება.
კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ის ტექნიკა ერთ-ერთ
ქუჩაზე უკვე გამოჩნდა.
გრიშაშვილის, კოჯრისა და თავისუფლების ქუჩების რეაბილიტაცია
რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოებზე
550 500 ლარი დაიხარჯება.
მშენებელი კომპანია პროექტს ივლისის ბოლოს დაასრულებს და სამივე ქუჩის
მოსახლეობას არსებული პრობლემა მოეხსნება - აღნიშნა კასპის
მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები