გუშინ დილის დაახლოებით 10 საათზე ვარიანის მეურნეობაში დასახლებულ
ტერიტორიასთან დათვი შეამჩნიეს.
საქაშეთისკენ მიმავალ გზაზე ცხოველი ჯერ ბავშვებმა დაინახეს.
მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ვეფხია მდინარიძის თქმით,
სავარაუდოდ, სახლიდან გაქცეულ დათვზეა საუბარი.
,,მე ადგილზე არ ვყოფილვარ, მაგრამ როგორც მითხრეს დაუჭერიათ. ზუსტად
არ ვიცი" - ამბობს ვეფხია მდინარიძე.
ვარიანის მაჟორიტარი წარმომადგენელი ვახტან ბერკაცაშვილი ამბობს, რომ
მთელი დღის განმავლობაში გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის და
პოლიციის თანამშრომლები ნაკვალევს მისდევდნენ და ცხოველი ვერ
იპოვეს.
,,თვითმხილველები ნამდვილად არსებობს, რეალურაც ცხოველი დაინახეს.
დილის თერთმეტ საათზე დაგვირეკეს, ესეთი ამბავიაო, შემდეგ პოლიცია და
გარემოს დაცვის სამინისტრო ეძებდა. ისიც არ ვიცი, იპოვეს თუ არა" -
გვითხრა ვახტანგ ბერკაცაშვილმა.
როგორც ვარიანიდან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, დათვი
დიდი ზომის ყოფილა.
გარემოს დაცვის სამინისტროდან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს
განუცხადეს, რომ დათვის ძებნა უშედეგოდ დასრულდა.
,,მოქალაქისგან შემოვიდა შეტყობინება და, შესაბამისად, ჯგუფი ადგილზე
დაუყოვებლივ გავიდა. ძებნის სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ ცხოველი
ვერსად ნახეს" - გვითხრეს საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურში.
ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ამის თაობაზე, ჯერ
განცხადება არ გაუკეთებიათ.
გამოყენებულია თემატური ფოტო.
სტატიის გამოყენების პირობები