ახალი ამბები
გორში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მიაწოდეს.

დეპარტამენტის ცნობით, გორის რაიონის სოფელ ბოშურიდან ქალაქი გორის მიმართულებით მოქალაქეს 1,1 კბ.მ ფიჭვის სახეობის საშეშე მერქანი ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდა.

შედგა შესაბამისი ოქმი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები