ახალი ამბები
ქარელის რაიონის ოთხ სოფელში ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დეპარტამენტიდან მიაწოდეს.

პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ოთხი ფაქტიდან ორი  სოფელ თოღლაურაში დაფიქსირდა.

ბებნისსა და დაბა აგარის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე მოქალაქეები ელექტროშოკური აპარატით და ანკესზე გამობმული სახლართი ბადით თევზაობდნენ.

დეპარტამენტის ცნობით, შედგა შესაბამისი ოქმები.

ხოლო მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის სამსახურს გადაეგზავნა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები