ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე
ხანდას ხეობაში ტრაგიკულად დაიღუპა.
მისი ცხედარი მაშველებმა, დღეს, გამთენიისას იპოვეს.
ჟურნალისტი ხანდას ხეობაში გადაღებაზე იმყოფებოდა. მას მდინარეში
გადასაღები აპარატი ჩაუვრდა, მისი ამოღების მცდელობისას კი მდინარეში
ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.
ზვიად თხელიძე მუშაობდა "დილის გაზეთში, მთავარ გაზეთში". სტუდია
GNS-ში, ტელეკომპანია მე-9 არხზე
იყო გადაცემა „გრიფის გარეშეს“ წამყვანი. ბოლოს ტელეკომპანია GDS-სზე
ამზადებდა საავტორო რეპორტაჟებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის
გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს, კოლეგებსა და
მეგობრებს.
სტატიის გამოყენების პირობები