კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლეთში გზების მოხრეშვა დაიწყო.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის
გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს.
პრესსამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, სოფელში, რომელიც
წინარეხის ტერიტორიულ ერთეულში შედის, შიდა გზების მოსწორება
მიმდინარეობს.
იდლეთი მთიანი დასახლებაა.
სოფელში პარალელურად გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს.
გაზიფიცირების სამუშაოებს შ.პ.ს. "ალიონი"ასრულებს.
პროგრამა ,,გაზი ყველა სოფელს" ფარგლებში ხორციელდება. მშენებელი
სამუშაოებს მიმდინარე წლის ივნისის პირველ ნახევარში დაასრულებს.
სტატიის გამოყენების პირობები