ახალი ამბები
,,დედო ზარი" რუსეთიდან გორის ტაძარს დაუბრუნდება
წმინდა ნიკოლოზის სახელობის მოსკოვის მართლმადიდებლური ეკლესიიდან გორის საკათედრო ტაძარს ,,დედო ზარი" უბრუნდება.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის დარბაზის ხელმძღვანელი თამაზ მაყაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, მე-13 საუკუნის ზარი კვირას 5 ივნისს თანაქალაქელ გიორგი კირვალიძის წყალობით გორში შემობრძანდება.

ეს დედო ზარი მე-13 საუკუნისაა, რომელზეც ამოტვიფრული წარწერა გვამცნობს მის წარმომავლობას: "ქ.გოგილიძე მახარემ შემოგწირა გორის კარის საყდარს ჩემდა სალოცველად". სავარაუდოდ რევოლუციამდე ზარი გატანილი იქნა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხოლო პატრიოტი ადამიანების წყალობით ზარი უბრუნდება თავის პირვანდელ ადგილსამყოფელს." - აცხადებს თამაზ მაყაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები