ახალი ამბები
მთიანი სოფლების მოსახლეობამ ახალი პირადობის მოწმობების აღება დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სახლებში და საზოგადოებრივ ცენტრებში ახალი პირადობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებით მოთხოვნა გაიზარდა.

მთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ძველი მოწმობების გამოცვლა სავალდებულო გახდა.

იმისათვის, რომ მოსახლეობამ პირველი სექტემბრიდან შესაბამისი შეღავათები მიიღოს, ამისათვის, ძველი პირადობების გამოცვლა და ,,აიდი" ბარათების აღება უნდა მოასწრონ.

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით 26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობის აღება უფასოა.

ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეუძლიათ პირებს 17 წლის ასაკიდან.

მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს და მიიღონ პირადობის მოწმობა უფასოდ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდნენ ფოტოსურათის საფასურისგანაც.

2012 წლიდან დღემდე 1 753 081 პირადობის მოწმობა გაიცა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 084 544 მოქალაქე უკვე ფლობს ელექტრონულ პირადობის მოწმობას.


Print

სტატიის გამოყენების პირობები