გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის დასახლებაში ბავშვებს ბურთები
ჩაუტანეს.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი
წერდა,
რომ აღნიშნულ დასახლებაში მოზარდები ახალ სტადიონზე ბურთის გარეშე
იყვნენ დარჩენილები.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის დიმა გოგიაშვილის
თქმით, ახალი ბურთებით ახალგაზრდების მონაწილეობით, ფრენბურთის
მატჩიც კი გაიმართა.
ღონისძიება პროექტის „ომის შედეგად დაზარალებული თემების გაძლიერება
შიდა ქართლში“ ფარგლებში მოეწყო.
მეგობრულ მატჩს დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომლებმა დევნილ ბავშვებს
სპორტული ფორმებიც გადასცეს.
ახალგაზრდების წახალისებისა და გააქტიურების მიზნით, გორის
მუნიციპალიტეტის სოფლებში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის
„გადავარჩინოთ ბავშვების“ მხარდაჭერით, 7 პროექტი განხორციელდა.
დევნილთა ჩასახლებებში მოეწყო მინი სპორტული მოედნები, საჯარო
სკოლებში შეიქმნა ახალგაზრდული კლუბები.
აქტიურმა მოსწავლეებმა ტრენინგ-კურსების გავლის შემდგომ, გამოიკვლიეს
თემისა და სკოლის საჭიროებები და მათ მოსაგვარებლად პროექტები
მოამზადეს. პროექტის დახურვა სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში
მოეწყო.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“
პროექტს „ომის შედეგად დაზარალებული თემების გაძლიერება შიდა
ქართლში“, 2013 წლიდან ახორციელებს.
პროექტის მხარდამჭერია და ორგანიზაციასთან აქტიურად თანამშრომლობს
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
სტატიის გამოყენების პირობები