ოსური კულტურის დღეებში ბრიუსელში, ლუქსემბურგში, ავიოტში და ბერლინში
უკვე დასრულდა.
ინფორმაციას ღონისძიების შესახებ დეტალურად სააგენტო ,,სამხრეთ ოსეთი"
ავრცელებს.
სტატიის მიხედვით, კულტურული დღეების გამართვის ორგანიზატორი
არაკომერციული ორგანიზაცია «Renaissance-Sandidzan»-ი იყო, რომლის
ხელმძღვანელია რადიონ ფუხაევი.
ევროპის ქალაქებში მას, ოსური კულტურის დღეების ჩატარებასთან
დაკავშირებით, რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის
წარმომადგენელი ალექსანდრე რაზუმოვი დაეხმარა.
გერმანიი, ბელგიისა და საფრანგეთის ქალაქებში ოსური დიასპორის
მონაწილეობით მხატვრების გამოფენა და ფილმების ჩვენება
მოეწყო. ასევე, მოეწყო მრგვალი მაგიდა თემაზე:
,,ოსეთი-ევროპა, მეტი თანამშრომლობა"
ღონისძიება 14 მაისს დაიწყო და 5 ივნისს დასრულდა.
სტატიის გამოყენების პირობები