ახალი ამბები
,,ცვლილებების ქარი" ხაშურში ინდიელების შესრულებით
სოციალურ ქსელში ხაშურში გადაღებული ვიდეო გავრცელდა.

ინდიელების ფორმაში გამოწყობილმა მუსიკოსებმა ცენტრალურ მოედანზე გუშინ ლეგენდარული სკორპიონსის ,,,,wind of change" შეასრულეს.

ხაშურის კულტურის სამსახურში არ იციან მუსიკოსების ვინაობის შესახებ.

,,ვიცით, რომ სუვენირებს ჰყიდიან ხოლმე და ფლეიტაზე უკრავენ. დანარჩენი არ ვიცით" - გვითხრეს კულტურის სამსახურში.

ვიდეო ადგილობრივმა მკვიდრმა ლევან ნონიაშვილმა გადაიღო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები