ახალი ამბები
ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 5 თანამშრომელი გაათავისუფლა
ქალაქ გორის საკრებულოს თავჯდომარემ ილია მეტრეველმა 5 თანამშრომელი გაათავისუფლა.

ამის შესახებ შიდაქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრმა თამარ თედლიაშვილმა აცნობა.

მისი თქმით, გათავისუფლებულები არიან: ზაალ გუდაძე, გიორგი აფციაური, ანა პაპელიშვილი, მედეა მახარაშვილი და სოფო ოთანაშვილი.

სამსახურის გარეშე დარჩენილი საკრებულოს აწ უკვე ყოფილი თანამშრომლები, სავარაუდოდ, დღვანდელ ბიურო სხდომას დაესწრებიან და თავმჯდომარის გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ქალაქის საკრებულოში თავმჯდომარემ ახალი უშტატო თანამშრომლები საკუთარი პარტიიდან ,,ქართული პარტიიდან" დაასაქმა.

შესაბამისად, ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რიცხვი დაწესებულ ლიმიტს გადასცდა.

ქალაქის მერმა ბიუჯეტიდან ზედმეტი თანამშრომლების დაფინანსებაზე საკრებულოს ხელმძღვანელს უარი უთხრა.

,,ქართული პარტიიდან" დასაქმებული ახალი თანამშრომლები ხელფასებს ვერ იღებდნენ.

აქედან გამომდინარე, თამარ თედლიაშვილი ფიქრობს, რომ დღეს კონკურსის წესით დანიშნული ხუთი თანამშრომლის გათავისუფლება იმ სხვა პირების დასასაქმებლად გაკეთდა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში უხელფასოდ მუშაობდნენ.

ესენი არიან ,,ქართული პარტიის" წარმომადგენლები ირაკლი ოქრუაშვილი, კახა ერგემლიძე და რამაზ შარიქაძე.

გათავისუფლების მოტივს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი არკვევს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები