ახალი ამბები
სასწრაფოდ: გათავისუფლებული თანამშრომლები უკან დააბრუნეს
ვიდეო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა საკრებულოს თავმჯდომარის ილია მეტრეველის ოთახში გადაიღო.

დავით (ზაალ) გუდაძემ და გიორგი აფციაურმა ხელშეკრულებას ხელახლა მოაწერეს ხელი.

ჩვენს კითხვაზე, თუ რა ბედი ელის დანარჩენ გათავისუფლებულ თანამშრომლებს, ილია მეტრეველი ამბობს, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება.

ინფორმაციას საკრებულოს წევრები ბიუროს სხდომაზე გაიგებენ.

შეგახსენებთ, დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ 5 თანამშრომელი გაათავისუფლა.

მათ სოლიდარობა მერიის თანამშრომლებმა გამოუცხადეს.

უშტატო თანამშრომლების რაოდენობის ირგვლივ პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ახალმა თავმჯდომარემ მრჩევლად ირაკლი ოქრუაშვილი და ,,ქართული პარტიის" კიდევ ორი წევრი - რამაზ შარიქაძე და კახა ერგემლიძე დანიშნა.

მერიამ საკრებულოს მიუთითა, რომ ლიმიტი გადაჭარბებული იყო და ფინანსურად ხელფასებს ვერ გადაუხდიდა.

საკრებულოს თავმჯდომარემ ახალი კადრების სანაცვლოდ ძველი, კონკურსის წესით დანიშნული მოხელეების გათავისუფლება დაიწყო.


Print

სტატიის გამოყენების პირობები