საკოორდინაციო შეხვედრებს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ,
გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის (
UNHCR)
ორგანიზებით იმართება, ამიერიდან სამხარეო ადმინისტრაციის
წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გუბერნიის
პრეს-სამსახურიდან აცნობეს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, შეხვედრები ორ თვეში
ერთხელ მოეწყობა და ყურადღებას გამყოფის ხაზის მიმდებარე სოფლებში
სახელმწიფო გეგმების გავითარებასა და პრობლემებს მიაქცევენ.
შიდა
ქართლში გუბერნატორის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა UNHCR-ს
შეხვედრების რეგულარული ორგანიზებისთვის მადლობა
გადაუხადა.
რაც შეეხება UNHCR-ს, ბოლო საკოორდინაციო შეხვედრაზე ითქვა, რომ ისინი
შეხვედრების მიმდინარეობისას დამკვირვებლის პოზიციაზე იქნებიან
წარმოდგენილი.
მაჭარაშვილმა ასევე, ხაზგასმით ისაუბრა სახელმწიფოს პროექტებსა და
პროგრამებზე, მათ შორის გამყოფი ხაზის სოფლებში გაზიფიცირების,
წყალმომარაგებისა და ელექტროფიცირების პროექტებზე. მისივე
განცხადებით, ბევრი რამ გაკეთდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების
მოსახლეობისთვის, თუმცა ყველა საჭიროება დაკმაყოფილებული არ არის და
სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ამ მიმართულებით მუშაობა.
საკოორდინაციო შეხვედრები, უკვე, რვა წელია, ჰუმანიტარული ქმედებების
კოორდინაციას ისახავს მიზნად, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს იძულებით
გადაადგილებული პირების და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობა შიდა
ქართლში.
აღნიშნული შეხვედრები იმართებოდა რეგიონალური ხელისუფლების
თანამასპინძლობით.
ამ პროცესში UNHCR-ი ადგილობრივ ხელისუფლებას ხელს უწყობდა შეექმნა
დისკუსია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორს
შორის.
სტატიის გამოყენების პირობები