სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციამ ზაურ კალოევის თასი და მედლები
ქარელის საფეხბურთო გუნდს ,,იბერიას" გადასცა.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის
მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
გამგეობის წარმომადგენლის ცნობით, საფეხბურთო გუნდი ,,იბერია"
დაკომპლექტებულია 1999-2000 წწ-ში დაბადებული მოზარდებით .
ჯილდო კლუბის ხელმძღვანელმა კობა გლურჯიძემაც მიიღო.
სამხრეთ ოსეთის (დიმიტრი სანაკოევის) ადმინისტრაციის ინიციატივით
ჩემპიონატი ოქტომბერში დაიწყო და ივნისში დასრულდა.
ცნობილი ფეხბურთელი და თავდამსხმელი ზაურ კალოევი საქართველოს საბჭოთა
ნაკრების, თბილისის ,,დინამოსა" და მოსკოვის ,,ლოკომოტის"
თავდამსხმელი იყო.
ჩატარებულ 279 შეხვედრაში 164 გოლი აქვს გატანილი.
1959 და 1960 წლებში ორჯერ ჩემპიონატის ბომბარდირად, 16 და 20 გოლით,
აღიარეს. ფედოტოვის კლუბის წევრი – 139 გოლით.
1953 წლის საბჭოთა პირველობის გათამაშების ვერცხლის მედალოსანი, ხოლო
1959 და 1962 წლებში პრიზიორი გახდა.
ევროპის 1960 წლის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მიიღო.
1931 წელს დაბადებული ზაურ კალოევი 1997 წლის 23 დეკემბერს
გარდაიცვალა.
სტატიის გამოყენების პირობები