ახალი ამბები
ხაშურში სამშენებლო ფიცარი დოკუმენტაციის გარეშე
ხაშურში მიკროავტობუსის მძღოლი დააჯარიმეს, რომელსაც სამშენებლო ფიცარი ნებართვის გარეშე გადაჰქონდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, უწყების აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

,,სამართალდამრღვევს ქალაქ ხაშურში შესაბამისი დოკუმენტაცის გარეშე პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი. ავტომანქანა დაილუქა და შედგა შესაბამისი ოქმი." - აცხადებენ დეპარტამენტში.

მასალები განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები