სოფელ ტყვიავის მოსახლეობა შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვს.
ამის შესახებ ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობით
აცნობეს.
ტყვიაველების ცნობით, სოფელში გაზიფიცირების სამუშაოების დამთავრების
შემდეგ, სოფლის გზები გაუვალი გახდა.
,,მოხდინეს გაზიფიცირება, მიწის ქვეშ მილების ჩასმით, როგორც
ცნობილია, ,,სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში,
თუმცა სოფლის გზა უსწორმასწოროდ იქნა დატოვებული, გზის გასწორებისა და
მოხრეშვის სამუშაოები აღარ შესრულებულა. დგება წყლის გუბეები და
გაუვალი ტალახი. გთხოვთ განგვიმარტოთ, გაზიფიცირების სამუშაო ამ
ფორმით უნდა დასრულებულიყო თუ დამატებით, გზის გასწორება-მოხრეშვის
სამუშაოებიც უნდა ჩატარებულიყო? დადებით შემთხვევაში, განგვიმარტოთ,
ვინაა ვალდებული პირი შეასრულოს დასახელებული სამუშაო?" - წერენ
ტყვიაველები.
წერილს გამგეობის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა უპასუხა:
,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დააფუძნა კეთილმოწყობის სამსახური,
შედგება გეგმა-გრაფიკი და ეტაპობრივად ყველა სოფელში მოწესრიგდება
გზები."
სტატიის გამოყენების პირობები