ახალი ამბები
ხაშურში ,,გირჩის" ოფისი იხსნება
,,ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ ხვალ ხაშურში რაიონულ ორგანიზაცოას ოფიციალურად აფუძნებს და ოფისს ხსნის.

ოფისის გახსნას პარტიის ლიდერები ზურა ჯაფარიძე და გოგი გელაძე დაესწრებიან.

პოლიტიკური მოძრაიობის ხაშურის რაიონულ ორგანიზაციას ბიზნესმენი აკაკი ელუსაშვილი უხელმძღვანელებს.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გირჩის ხაშურის ორგანიზაციიდან მიაწოდეს.

ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით ხვალ პარტია მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებას არ აპირებს.

პოლიტიკური გაერთიანება 2015 წლის ნოემბერში შეიქმნა.

პარტიის თავმჯდომარეა ზურაბ ჯაფარიძე.

პარტიის იდეოლოგიაში  განსაკუთრებული როლი ეკონომიკურ თავისუფლებას უკავია.

სახელმწიფოს როლი, ეკონომიკაში და საკუთრების დაცვაში, მოქალაქეების დახმარებით და დავების გადაწყვეტით უნდა შემოიფარგლოს.

ადამიანს ღიად და თავისუფლად უნდა შეეძლოს თავი მიაკუთვნოს ნებისმიერ რელიგიურ კონფესიას, გამოთქვას აზრი საჯაროდ, არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი მოსაზრების, რელიგიური კუთვნილების, ეთნიკური წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციის, ქონებრივი მდგომარეობის ან ნებისმიერი უმრავლესობისგან განსხვავებული ნიშან-თვისების გამო.

საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში პარტია მხარს უჭერს ქართული სახელმწიფოს მშვიდობიან თანაცხოვრებას სხვა სახელმწიფოებთან; საქართველოს დასავლეთზე ორიენტაციასა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე მიმართული ძალისხმევა ერთადერთი სწორი საგარეო პოლიტიკად მიაჩნია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები