ახალი ამბები
ბეღურამ კვერნაკისა და ვერხვების დასახლებაში დენის მიწოდება შეაფერხა
დილიდან კვერნაკისა და ვერხვების დასახლების დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა,

ამის მიზეზი ელექტროგამანაწილებელ ფიდერში ბეღურას შეფრენა გახდა.

მოკლე ჩართვამ მწყობრიდან ორი ფიდერის მუშაობა გამოიყვანა.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,, ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენელმა მიაწოდა.

,,ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები, არ არის ისეთი პრობლემა, რომ დიდი ხანი გაგრძელდეს, ერთი ფიდერი უკვე ჩაირთო, რაც შეეხება მეორეს, მის შესაკეთებლად ჩვენი წარმომადგენლები აგრძელებენ მუშაობას " -  ამბობს ,, ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენელი გიორგი ბალახაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები