ახალი ამბები
მკვლელობა ზარის გზაზე
ზარის გზაზე 53 წლის მამაკაცი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოკლული ნახეს.

გარდაცვლილს სხეულზე დანით მიყენებული 12 ჭრილობა აღმოაჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

მკვლელობა კვირას დილის საათებში მოხდა.

გარდაცვლილი მამაკაცი ზარის გზაზე იპოვეს.

დე-ფაქტო მთავრობის პროკურატურის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილია 43 წლის მამაკაცი.

,,ისინი მანქანით ერთად მგზავრობდნენ. გარდაცვლილს 12 ჭრილობა აქვს მიყენებული და ეჭვმიტანილმა ის მანქანიდან გადმოადგო" - იუწყება დე-ფაქტო მთავრობის პროკურატურა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები