ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართული გუნდური ჩემპიონატის ფინალში
ქართველმა ძიუდოისტებმა უნგრელი თანატოლები 5-0 დაამარცხეს.
ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა ასევე 5-0 მოუგო აზერბაიჯანსა და
თურქეთს, ხოლო ნახევარფინალში რუმინეთს 4-1 სძლია.
ბრინჯაოს მედლები საფრანგეთისა და რუსეთის ნაკრებებმა მოიპოვეს.
საქართველოს ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ
გახდა.
ინდივიდუალურ შეჯიბრში ევროპის ჩემპიონის ტიტული საქართველოს გოგონათა
ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ) მოიპოვა.
გარდა ამისა, ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე კიდევ 2 ვერცხლის და 3
ბრინჯაოს მედალია.
ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ საბა გრიგალაშვილი (-60კგ) და
სოფიო სომხიშვილი (+70კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს ალეკო
მამიაშვილმა (-66კგ), გიორგი ჩიქოვანმა (-90კგ) და ნიკა დონღვანმა
(+90კგ).
სტატიის გამოყენების პირობები