ახალი ამბები
,,ჩრდილები ნისლში" - კლიპის მზადება გორის ძველ უბანში
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ჩრდილები ნისლშის" წარმომადგენლები პოეზიის საღამოსთვის ემზადებიან.

ამის გამო, ახალგაზრდა პოეტებმა კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა და ორგანიზატორებმა  ციხის უბანი კლიპის გადასაღებად მოამზადეს.

,,ჩრდილები ნისლშის" ხელმძღვანელი ზურაბ მძინარაშვილი ამბობს, რომ სარეკლამო რგოლში ცნობილი სახეები ლექსებით მოსახლეობას პოეზიის საღამოზე  და საქველმოქმედო ღონისძიებაზე დასასწრებად მოუხმობენ.

კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის გულიკო ბზიშვილის თქმით, საქველმოქმედო საღამოზე შეგროვებული თანხა გაჭირვებულ ორ ოჯახს გადაეცემა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები