ცხინვალის თეატრის მსახიობს მარტოხელა გენო ნაფიშვილს დახმარება
ესაჭიროება.
ინსულტის გამო, ცნობილი მსახიობი საწოლსაა მიჯაჭვული.
იგი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საბავშვო ბაღის შენობაში
ცხოვრობს და მეზობლები უვლიან.
საკვებთან ერთად, მედიკამენტებიც ჭირდება.
გენო ნაფიშვილი გორში მცხოვრებმა ირმა მთუილიშვილმა მოინახულა:
,,სრულიად მარტოა და, მხოლოდ, კეთილი მეზობლების იმედადაა, იმ
ადამიანების, რომლებიც თავად გასაჭირში იმყოფებიან და საკუთარი
ლუკმა-პურიც კი უჭირთ, უვლის ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თავად შვილიც
გულის მანკით ყავს ავად, ეს ქალბატონი და მისი პატარა შვილის იმედადა
ბატონი გენო, ყოველდღიურად ესაჭიროება პამპერსები, მედიკამენტები,
საკვები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მას სასწრაფოდ ესაჭიროება
მასაჟისტი რომ წართმეული ნახევარი მხარე რაღაც დოზით აუმუშავდეს,
ყველას გთხოვთ ვისაც შეგიძლიათ ვინმეს მიაწვდინოთ ხმა, რომ ამ
ადამიანს დავეხმაროთ, რითაც შევძლებთ" - ამბობს ირმა მთიულიშვილი.
ვიდრე ინსულტი დაემართებოდა, გენო ნაფიშვილმა კრედიტი კრედიტი
აიღო.
ოთახში სადაც ის ცხოვრობს, არ არსებობს ჰიგიენური საშუალებები,
საბავშვო ბაღში ირმა მთიულიშვილს მძიმე პირობები დახვდა.
,,ელემენტარული არც მაცივარი გააჩნია, არც იმის საშუალებაა რომ
საკვები გაუკეთოს ვინმემ, რადგანაც მთლიანად შენობაში საერთოდ არაფერი
არსებობს. საშინელი სიცხეა და ელემენტარული საკვები რომ მოუმზადოს
ვინმემ, ან დაუტოვოს, ერთ საათში ფუჭდება, რადგანაც მაცივარიც კი არ
გააჩნია. წყალს კი სამიოდე წლის გულისმანკიანი ბავშვი უზიდავს და
დედას ასე ეხმარება გაჭირვებული მეზობლის მოვლაში" - აცხადებს ირმა
მთიულიშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სთხოვს დაინტერესებულ
მხარეებს, რომ დახმარების მსურველები შემდეგ ნომრებზე
დაუკავშირდნენ:
598 20 40 97; 599 95 92 96;
სტატიის გამოყენების პირობები